ტომ ჰენკსს საპატიო ოქროს გლობუსს გადასცემენ

2020 წლის 5 იანვარს, ოქროს გლობუსის რიგით 77-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, ორი ოსკარის მფლობელ ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს ტომ ჰენკსს სესილ დემილის სახელობის საპატიო ჯილდოს გადასცემენ.

“ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია მოხარულია გაცნობოთ, რომ 2020 წელს სესილ ბი დემილის საპატიო ჯილდო გადაეცემა შეუდარებელ ტომ ჰენკს, რომელმაც შეუდარებელი სამსახიობო ოსტატობა და მისი თამაშის სტილთ კინოში წარუშლელი კვალი დატოვა და რამდენიმე ათწლეულია აოცებს მაყურებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით”, – წერია ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის განცხადებაში.

პირველად ეს ჯილდო 1952 წელს გაიცა რეჟისორ სესილ დემილიზე, რომლის სახელიც მოგვიანებით ეწოდა საპატიო გლობუსს.

სესილ დემილის სახელობის ოქროს გლობუსის მფლობელები თავის დროზე ისეთი კინოხელოვანები გახდნენ, როგორებიც არიან: უოლტ დისნეი, ჯოან კროუფორდი, გრეგორი პეკი, ალფრედ ჰიჩკოკი, ბეტ დევისი, ელიზაბეტ ტეილორი, ოდრი ჰეპბერნი, სოფი ლორენი, მერილ სტრიპი, ჯეფ ბრიჯესი, ოპრა უინფრი და ჯოდი ფოსტერი.