30 წლის შემდეგ Jurassic Park-ის ახალ ნაწილში პირველი ფილმის მსახიობები ერთად დაბრუნდებიან

როგორც იქნა იურული პერიოდის პარკის შემქმნელებმა ფანების მრავალწლიანი თხოვნა გაითვალისწინეს და პირველი ფილმის სამსახიობო გუნდი Jurassic Park-ის ახალ ნაწილში დაბრუნდებიან. 

დიახ, შეუდარებელი ლორა დერნი, სემ ნილი და ჯეფ გოლდბლუმი იურიული სამყაროს მესამე ნაწილში კვლავ ერთად ითამაშებენ.

სწორედ ეს სამსახიობო გუნდი მუშაობდა სტივენ სპილბერგის ფილმზე 1993 წელს. მას შემდეგ კი ისინი ამავე სურათის სხვადასხვა ნაწილში ცალ-ცალკე გამოჩდნენ. 

30 წლის შემდეგ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც დერნი, ნილი და გოლდბლუმი იურული პერიოდის სამყაროში კვლავ ერთად დაბრუნდებიან. 

წინასწარი ინფორმაციით, ახალი ფილმი ეკრანზე 2021 წელს გამოვა.