იოგას დღეს ორ მილიარდზე მეტი ადამიანი მისდევს. ეს არა მხოლოდ დისციპლინა, არამედ ცხოვრების სტილია, რომელიც კვებას, მედიტაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და სოციალურ ურთიერთობებს აერთიანებს.
ხშირად გვიფიქრია იოგაზე სიარულის დაწყება, თუ უბრალოდ სახლში ვარჯიში, მაგრამ ხან სიზარმაცე, ხან დაღლილობა და ხანაც გუნება-განწყობილობა ყოფილა ხელისშემშლელი ფაქტორი.
გთავაზობთ ხუთ მიზეზს, თუ რატომ უნდა დაიწყოთ იოგას ვარჯიში:
იოგა უფრო მოქნილს გაგხდით
შეიძლება ხან წელი გტკიოდეთ, ხან ძვლები, ან სულაც მარტივი სავარჯიშო მოძრაობების შესრულება გიჭირდეთ. ამ შემთხვევაში იოგა ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია. გაწელვა, თუ სპეციალური ვარჯიშები ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას და საბოლოოდ სხეულს უფრო მოქნილს ხდის.
ამცირებს სტრესს
ყოველი ვარჯიშის შემდეგ იგრძნობთ შვებას და ნახავთ, თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს იოგა ფიზიკურ, თუ მენტალურ სტრესზე და როგორ აუმჯობესებს ის თქვენ გუნება-განწყობილობას. იოგა სხეულსა და გონებას განტვირთვისა და დასვენების საშუალებას აძლევს.
აუმჯობესებს თქვენს ლიბიდოს
ნამდვილად ასეა. The Journal of Sexual Medicine (Nov. 12, 2009)-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად სტანდარტული იოგის ვარჯიშები აუმჯობესებს თქვენს ლიბიდოს.
ფიზიკურად უფრო ძლიერს გაგხდით
The American Council-ის კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც 8, ან მეტი კვირის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ იოგით, აუმჯობესებდნენ ფიზიკურ სიძლიერესა და კუნთების მოცულობას.
გეხმარებათ წონის დაკლებაში
დაახლოებით 70 კგ ადამიანი ნახევარ საათიანი ჰათჰა იოგას ვარჯიშის პროცესში 150-ამდე კალორიას წვავს. იოგა ვერ შეედრება ტრენაჟორებზე ვარჯიშს, თუმცა ფაქტია, რომ წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.