წლევანდელი ემის ტრიუმფატორი ფიბი უოლერ-ბრიჯი მართალია, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სერიალის Fleabag გაგრძელებას აღარ აპირებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ახალ-ახალი პროექტები მის ბრწყინვალე გონებაში არ იხარშება.
მეტიც, უკვე წინასწარ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფიბის სამომავლო პროექტები ამაზონზე გავა. დიახ, სწორედ ამ სტრიმინგ-სერვისმა დაუდო ბრიტანელ სცენარისტსა და მსახიობს $20 მილიონიანი კონტრაქტი და ახალი შოუც დაუკვეთა.
“აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ამაონთან თანამშრომლობას ვაგრძელებ”, – ამბობს ფიბი.
საინტერესოა, რა ფიბის რომელ პროექტს ვიხილავთ უახლოეს მომავალში ამაზონზე.