Friends-ის 25 წლის იუბილეზე ემპაირ სტეიტ ბილდინგი და ბურჯ ხალიფა სადღესასწაულოდ გაანათეს (ვიდეო)

25 წლის შემდეგაც კი ყველას უყვარს და ახსოვს საკულტო ამერიკული სიტკომი Friends. 

დიახ, რამდენიმე დღის წინ ამ ლეგენდარული სერიალის გამოსვლიდან მეოთხედი საუკუნე გავიდა და აბა, ისე როგორ ჩაივლიდა ეს დღე, რომ არა მთელი მსოფლიოს მხრიდან კიდევ ერთხელ გამოხატული დიდი სიყვარული. 

საყოველთაო სიყვარულის გამოსახატად კი არაფერია იმაზე დიდებული, ვიდრე საზეიმოდ მორთული და განათბული შენობები. მაგალითად ემპაირ სტეიტ ბილდინგი.

Friends-ისადმი სიყვარულს არც მანჰეტენისგან შორს, დუბაიში ჩამორჩნენ და არც მეტი, არც ნაკლები ბურჯ ხალიფა სპეციალურად მეგობრების გამოსვლიდან 25 წლის იუბილის აღსანიშნავად გაანათეს. 

ლამაზ განათებასთან ერთად კი არც სერიალის საკულტო ფრაზები დავიწყებიათ.

View this post on Instagram

Could this building BE any taller? @burjkhalifa

A post shared by Friends (@friends) on