ახალი ქართული შრიფტი, რომელსაც აუცილებლად შეამჩნევდით განახლებულ IOS მობილურ ოპერაციულ სისტემაში, ქართველმა დიზაინერმა დახატა.
“ამაყი ვარ, როდესაც ჩემი დიზაინით შექმნილ შრიფტს ვხედავ IOS 13-ში”, — წერს ინსტაგრამზე აკაკი რაზმაძე.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც IOS-ის ახალი ვერსიის გამოსვლისას, განახლება ქათულ შრიფტსაც შეეხო.
ეფლმა თავის ახალ აიფონებთან ერთა IOS 13 10 სექტემბერს, ყოველწლიურ პრეზენტაციაზე წარადგინა.