საქართველოში Dribbble-ის პირველი შეხვედრა გაიმართება

“დრიბლის რამდენიმე დღის წინ მიღებული დასტურის შემდეგ, მაქვს პატივი ოფიციალურად წარმოგიდგინოთ ჩვენს ქვეყანაში პირველი  შეხვედრა” – 26 ოქტომბერს საქართველოში, თბილისში Dribbble-ის შეხვედრა გაიმართება UI/UX დიზაინერებისთვის.

Image may contain: text

სპიკერები:
გიგა თამარაშვილი (dribbble.com/Tamarashvili);
გიორგი გელბახიანი (dribbble.com/Stugbear)
თოკა მამრიკიშვილი (dribbble.com/tamashi)
ათუკა ქელბახიანი (dribbble.com/Atukka)
ზურა ჭავჭანიძე (dribbble.com/chavchuki)
ლევან ამბოკაძე (dribbble.com/Amboka)

Dribbble არის ვებ დიზაინერების, გრაფიკული დიზაინერების, ილუსტრატორების, ტიპოგრაფებისა და სხვათა ვებ-გვერდი, სადაც მათ საშუალება აქვთ საკუთარი ნამუშევრები გააზიარონ, დასაქმდნენ და დაასაქმონ სხვები. 

Dribbble 2009 წელს დაარსდა, როგორც დამხმარე პროექტი, თუმცა დღეს ეს არის ის დიდი კომუნა, რომელიც ყველა გრაფიკული დიზაინით (და არამხოლოდ) დაინტერესებულ პირს აერთიანებს და მსოფლიოში მიმოფანტულ ათიათასობით კომპანიას საშუალებას აძლევს ახალ-ახალი კადრები/ტალანტები აღმოაჩინონს. 

დასწრებისთვის აუცილებელია რეგისტრაცია.
https://dribbble.com/meetups/3360