ბავშვობაში თითოეულ ჩვენგანს უთხოვია მშობლისთვის, რომ ფანჯრიდან ფული ჩამოეგდო, რადგან ნაყინი ან რომელიმე სხვა სასუსნაო გვეყიდა.
თუმცა, დრო გადის და ბავშვებიც ვითარდებიან, იცვლება ფულის შოვნის მეთოდებიც და გამონაკლისი არც ეს ქართველი ბიჭია, რომელმაც დედას ჯიბის ფული ავტოფარეხზე დახატული სტენსილით სთხოვა.
სანამ სტრიტარტისტი გახდება, 20 თეთრი რო ჩაუგდოთ თუ შეიძლება… <3
Posted by Giorgi Khergiani on Thursday, September 26, 2019
როგორც ფოტოზე ხედავთ, პატარას არც ვეებერთელა გულის დახატვა და იმის დაწერა დავიწყებია მშობლისთვის, რომ ძალიან უყვარს.
იდეა კი იმდენად კრეატიულია, რომ იმედია, ამ უსაყვარლესმა ბავშვმა დედისგან ჯიბის ფულიც მიიღო და შექებაც დაიმსახურა.