ლაშა ტალახაძემ ერთდროულად სამი რეკორდი დაამყარა და მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ატაცში ქართველმა ჩემპიონმა 220 კგ. დააფიქსირა და მსოფლიოს მორიგი რეკორდი დაამყარა.

თუმცა, ეს ერთადერთი რეკორდი არ იყო, რომელიც ტალახაძემ აჩვენა. აკვრაში მან 264 კგ. დაძლია და მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.

საბოლოო ჯამში კი 2015, 2017 და 2018 წლების შემდეგ, ტალახაძე მეოთხედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონია – ახალი მსოფლიო რეკორდი

??? ტალახაძეეეეეეეეეე! ??? ლაშა ტალახაძე ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა!? 220 კილოგრამი!

Posted by საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე on Friday, September 27, 2019