რუსეთში აივანზე მოწევა და მწვადის შეწვა აკრძალეს

BBC-ის ინფორმაციით, რუსეთში გადაუდებელ სიტუაციების სამსახურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახლების აივნებზე მოწევა აიკრძალა.

ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით, სანთებელის, ასანთის ცეცხლი და მოწევა ღია ცეცხლად არის კლასიფიცირებული და ხანძრის რისკებს აჩენს.

მოწევასთან ერთად, აივნებზე აიკრძალა მწვადის შეწვა და სანთლების ანთებაც კი.

კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეs 3 ათასი რუბლის გადახდა მოუწევს.

ახალი კანონი ძალაში პირველ ოქტომბერს შედის.