Sex And The City-ის ვარსკვლავი სინტია ნიქსონი ტელეეკრანს უბრუნდება. მსახიობი HBO-ს ახალ პროექტში The Gilded Age ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
სინტიასთან ერთად შოუში ვიხილავთ კრისტინ ბარანსკის და ამანდა პიტს.
სერიალის სიუჟეტი 1880-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება და მდიდარი ოჯახების ურთიერთობების შესახებ მოგვითხრობს. იმაზე, თუ როგორ იბრძვიან ისინი გავლენის სფეროების გადასანაწილებლად.
ნიქსონისთვის ეს HBO-ზე 15-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი სერიალია. გარდა ამისა, სულ მალე ის ნეტფლიქსზე რაიან მერფის ახალ შოუში ითამაშებს. სერიალი მედდა რეჩედის შესახებ მოგვითხრობს, მთავარ როლს კი სარა პოლსონი ასრულებს.