ჯავახეთის პარკის რეინჯერმა ფლამინგო იპოვა

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. 

ფრინველი, რომელიც ამ ტერიტორიაზე არ ბინადრობს, პარკის რეინჯერმა, გაგიკო მიკოსიანმა იპოვა და დახმარებაც აღმოუჩინა. 

“სავარაუდოდ ის გადაფრენისას, ჯგუფს ჩამორჩა”, — წერია პოსტის აღწერაში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯავახეთის ეროვნულ პარკში ვარდისფერი ფლამინგო იპოვეს. ფრინველთა ეს…

Posted by დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) on Friday, September 27, 2019

ვარდისფერი ფლამინგო ჯავახეთის ეროვნულ პარკში პირველად არ შეუმჩნევიათ. მსგავსი შემთხვევა 2016 წელსაც დაფიქსირდა.