12 საინტერესო ფაქტი სანამ Black Coffee-ს მოსასმენად წახვალთ

ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი, Decoder სეზონს ყველაზე მოთხოვნადი ვარსკვლავით გახსნის.

სფეისჰოლს 18 ოქტომბერს Black Coffee  ეწვევა. სამხრეთ აფრიკელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა მუსიკალური განათლება Natal Technicon-ში მიიღო. 

უნდა აღინიშნოს, რომ არტისტის მუსიკაზე არანაკლებ ზეგავლენას ახდენს მისი ცხოვრებაც – რეზიდენტ ედვაიზორის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში, Black coffee აღნიშნავს, რომ მამა კარგი ადამიანი იყო, თუმცა ხშირად სვამდა, რაც მის ხასიათს სრულიად ცვლიდა. მშობლები სწორედ ამ მიზეზით დაშორდნენ და ის დედასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ქალაქ თათაში. 

Black Coffee-მ მარტივად დაამტკიცა, თუ როგორ შეიძლებოდა აფრიკული ჟღერადობა ელექტრონულ მუსიკად გარდაქმნილიყო და თან ისეთი ნამუშევრები შეექმნა, რომლებიც ერთნაირად მისაღები იქნებოდა როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობებისთვისაც. 

1. 14 წლის ასაკში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მარცხენა ხელი დაკარგა

2. პირველი სადებიუტო სახელად Black Coffee 2005 წელს გამოსცა

3. 2015 წელს იბიცაზე გამართულ დაჯილდოებაზე წლის აღმოჩენის კატეგორიაში გაიმარჯვა

4. ბექ ვოკალისტად მუშაობდა Mandala Kuene-სთან

5. საკუთარი მუსიკის გამოცემა კოლაბორაციული პროექტით 1994 წელს დაიწყო

6. ორ მეგობართან ერთად შექმნა ურბანულ-ქალაქური სულის ტრიო Shana

7. 2007 წელს მეორე ალბომი Have Another One გამოუშვა. ამავე პერიოდში უკრავდა Red Bull Music Academy Lounge-სა და Sonar Festival-ზე ბარსელონაში

8. 2009 წელს გამოსვებულ ალბომში შევიდა ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან Ringo Madlingozi, Zonke, Hugh Masekela, Zakes Bantwini და ა.შ. 

9. 2010 წელს 60-საათიანი უწყვეტი დაკვრისთვის გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა 

10. ამავე წელს მიღებული აქვს სამხრეთ აფრიკული მუსიკის ორი ჯილდო, როგორც საუკეთესო ალბომი და საუკეთესო კაცი არტისტი

11. დოკუმენტური ფილმისთვის Africa Rising სპეციალურად დაუკრა ორკესტრთან ერთად. ჩაწერას 8 ათასი ადამიანი ესწრებოდა

12. 2018 წელს დევიდ გეტასთან ერთად სინგლი Drive გამოუშვა