5 სერიალი, რომელსაც Netflix-ზე ვეღარ ვნახავთ

დღის საუკეთესო მონაკვეთია საღამოს სახლში დაღლილი რომ მიხვალ, ლოგინში ჩაგორდები და Netflix-ზე საყვარელ სერიალებს, სთენდაფებს და ფილმებს ჩართავ. საყვარელ ადამიანთან ერთად თუ გადაწყვეტ Netflix and Chill-ს – ეს საღამო ნამდვილად ვერაფერს შეედრება. 

მაგრამ! 

ამ პოსტში Netflix-ის მოყვარულებისთვის სამწუხარო ამბები გვაქვს. მსოფლიოში ერთ -ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზიის ქსელი რამდენიმე სერიალს აუქმებს.  

GLOW

 

Glow, ანუ “ბრწყინვალება” უმუშევარი მსახიობის, სახელად რუტის ისტორიაა, რომელიც თვითრეალიზაციის მცდელობისას გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს სერიალში ძალოსან ქალებზე. სერიალი სახალისო და საინტერესო სანახავია, თუმცა, როგორც ირკვევა, მეოთხე სეზონი იქნება ბოლო, რომელსაც მაყურებელი იხილავს. 

Trinkets

Trinkets, ანუ ქართულად “სამშვენისები” მოგვითხრობს სამი მეგობრის შესახებ, რომელთა შორის მოულოდნელი მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდება, როდესაც ისინი სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტშიი – SHOPLIFTER\’S ANONYMOUS – შეხვდებიან ერთმანეთს.

სერიალი Netflix-ის მაყურებელმა პირველად 2019 წელს იხილა, ახლა კი ირკვევა, რომ მეორე სეზონით შოუ იხურება. 

Tuca & Bertie

Bojack Horseman თუ გინახავთ, გეცოდინებათ, რომ სერიალის შემქმნელებმა წელს ახალი ანიმაციური შოუ “ტუკა და ბერტი” შექმნეს. სერიალი მოგვითხრობს ორი მეგობრის, მათი თავგადასავლებისა და დაბრკოლებების შესახებ. როგორც ჩანს, შოუ არც ისე წარმატებული გამოდგა, რადგან ანიმაცია პირველი სეზონის შემდეგ გაუქმდა. 

She’s Gotta Have It

სერიალი “მას ეს უნდა ჰქონდეს” მოგვითხრობს ახალგარდა ხელოვანი ქალი ნოლა დარლინგის შესახებ. ნოლას პოლიგამიური ურთიერთობა აქვა, ჰყავს სამი პარტნიორი და არ აშინებს არც საზოგადოების აზრი და არც მისგან დაწესებული წესები, თუ სტანდარტები.

Chambers

Chambers ნამდვილად არის Netflix-ის მომხმარებელთა რჩეული სერიალი. ეს არის ისტორია ქალზე, რომელიც  გულის გადანერგვის ოპერაციას გადაიტანს, რის შემდგომაც თანდათანობით განსხვავებულ პიროვნულ თვისებებს ავლენს. სერიალი პირველი სეზონის შემდეგ გაუქმდა.