4 მიზეზი იმისთვის, რომ სერიალი Pose დღესვე ნახოთ

Pose ნეტფლიქსის ერთ-ერთი პოპულარული და ყურებადი სერიალია. მისი შემქმნელი უკვე ლეგენდად ქცეული შოურანერი რაიან მერფია.

Pose-ის სიუჟეტი 80-იანი წლების ამერიკაში, ნიუ-იორკში ტრანსგენდერებისა და ქვიარ ადამიანების ცხოვრების შესახებ გვიამბობს. 

ჯერ-ჯერობით სერიალის მხოლოდ ორი სეზონია გადაღებული, თუმცა მალე ვიხილავთ მესამე სეზონს, რომელსაც ასე გულმოუთმენლად ელის შოუს მაყურებელი.

იმისათვის, რომ სერიალს დღესვე ჩუჯდეთ, ოთხ მთავარ მიზეზს გამოვყოვთ

1. ბილი პორტერი 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, თუ როგორ ასრულებს ბილი პორტერი ფრეი თელის როლს.  Emmy-ის 2019 წლის დაჯილდოებაზე, ბილი პორტერი პირველი შავკანიანი ღიად გეი მამაკაცი გახდა, რომელმაც დრამატულ სერიალში POSE საუკეთესო კაცი მსახიობის ნომინიაციაში გამარჯვება შეძლო.

2. სცენარი

Billy porter

სერიალი გვიამბობს ისეთი ტაბუ დადებული თემების შესახებ, როგორიცაა აივ/შიდსის ეპიდემია, ნარკოდამოკიდებულება,  ჰომოფობია, ტრანსფობია, სახელმწიფოს უმოქმედობა, ფინანსური პრობლემები და სხვ. 

3. ოჯახი

pose blanca

სერიალი მოგვითხრობს, თუ როგორ ქმნიდნენ საკუთარ ოჯახებს ქვიარები ამერიკაში. სად და როგორ პოულობდნენ ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარმა მშობლებმა, ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა ვერ მიიღეს და გარიყეს, თავშესაფარს.

4. შთამაგონებელი ისტორიები

pose-ის სურათის შედეგი

POSE-ში თითოეული სერია გაკვეთილია. თქვენ აქ ნახავთ, როგორ ძლიერდებიან ადამიანები, როგორ პოულობენ საკუთარ თავში ძალას, როგორ იკრებენ გამბედაობას და იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ — ყველა ისტორია თქვენზე სულ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან კვალს დატოვებს