ამიერიდან ჰოუკინსში აღარ ვართ — ნახეთ Stranger Things-ის მეოთხე სეზონის პირველი ტიზერი

ნეტფლიქსმა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის Stranger Things-ის მეოთხე სეზონის პირველი ტიზერი გაავრცელა. 

მართალია ტიზერი სულ რაღაც 45 წამის განმავლობაში გრძელდება, თუმცა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო აელაპარაკებინა. 

ვიდეოში ნაჩვენებია პარალელური განზომილება, სახელწოდებით საპირისპირო მხარე, სადაც ცხოვრობენ მონსტრები, რომლებსაც მთავარი გმირები ებრძვიან.

 “ამიერიდან ჰოუკინსში აღარ ვართ” — იწერება ტიზერის ბოლოს. დიდი ალბათობით სერიალის შემქმნელები ამ გზით ახალი სეზონის შესახებ პატარა მინიშნებას გვაძლევენ.