29 სექტემბერს პარიზის მოდის კვირეულზე ბალენსიაგამ 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
ჩვენებაზე გვასალიამ ახალი კოლექცია სამ ქართველ მოდელთან ვახო კედელაძესთან, ანა გავასთან და ლუკა ბიჭიკაშვილთან ერთად წარადგინა.
მათთან ერთდ კი პოდიუმზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, ბელა ჰადიდიც გამოვიდა.
სუპერმოდელმა კი ბალენსიაგას კრეატიულ დირექტორ დემნა გვასალიას ინსტაგრამზე მადლობის ნიშნად პოსტს უძღვნის.
“არასდროს დამავიწყდება, რომ შენი დიადი ხედვების თანამონაწილე ვიყავი. არავინ ჰგავს ბალენსიაგას”, – წერს ბელა.