თბილისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე მასშტაბურ ფესტივალს უმასპინძლებს

1 და 2 ოქტომბერს თბილისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე დიდ ფესტივალი MANHATTAN SHORT გაიმართება. 

MANHATTAN SHORTS

წელს, პირველად, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ყველაზე დიდ ფესტივალს, MANHATTAN SHORT -ს, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად თბილისიც უმასპინძლებს!1-2 ოქტომბერს მაყურებელი გახდება ჟიური და "მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის" საქართველოს რჩეულს დარბაზში, ერთად გამოვავლენთ.

Posted by Amirani Cinema on Monday, September 23, 2019

ორი დღის განმვლობაში ნაჩვენები იქნება ათი ფინალისტი ფილმი საფრანგეთიდან, აშშ-დან, ირანიდან, კანადიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ფინეთიდან და გერმანიიდან.

სეანსის დასრულების შემდეგ კინომოყვარულები ხმის მიცემით დააფიქსირებენ თავიანთ რჩეულს. მიღებული შედეგები კი დაემატება 100 ათასზე მეტი კინომოყვარულის ხმას დანარჩენი მსოფლიოდან და 6 ოქტომბერს გამოვლინდება გამარჯვებული.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სწორედ ამ ფესტივალის გამარჯვებული გახდა ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი 8 წუთი.