კომაროვის მოსწავლე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში შეიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ სკოლის ფეიბუქზე გამოქვეყნდა.

??? კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ბირკაძე ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის დიდების დარბაზში…

Posted by სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School on Monday, September 30, 2019

სკოლის ინფორმაციით, ამ ტიტულის მფლობელები არიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომლებსაც ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ოქროს ორი მედალი აქვთ მოპოვებული.

ნიკოლოზ ბირკაძე სიის ასეულში ერთადერთი ქართველია. მას ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

კომაროვის სკოლამ ნიკოლოზ ბირკაძის საერთაშორისო მიღწევებიც გამოქვეყნა:

  • ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 2 და ვერცხლის 1 მედალი;
  • მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი;
  • ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში;
  • სრულიად ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი;
  • ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი;
  • რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი.