მსოფლიო მოდის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად სოფო ჭყონია დაასახელეს

ყოველწლიური რეიტინგი #BOF500 მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან ადამიანებს ასახელებს.

წელს კი მათ შორისაა სოფო ჭყონიაც, რომელიც საქართველოში Mercedes-Benz-ს ხელმძღვანელობს. ამის შესახებ ინფორმაციას fashionholicsonline ავრცელებს. 

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ამ ჩამონათვალში ქართველი დიზაინერი მოხვდა. ჭყონია მესამე ქართველია, ვისაც ასეთი პატივი ერგო. 

მოდის ყველაზე გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ მოდაზე და მათ შორის ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებზე – დიზაინერებზე, ფოტოგრაფებზე, მოდელებზე და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერების შემოქმედების მსოფლიო ასპარეზზე გატანაში სოფოს საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, დიდი წვლილი მიუძღვის.