3 თინეიჯერი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ახალი თაობის აქტივისტები სულ უფრო და უფრო გაბედულად საუბრობენ საკუთარ, თუ მსოფლიო პრობლემებზე. დღეს ძალიან ბევრი თინეიჯერია უფლებადამცველობით საქმიანობასა და აქტივიზმში.

ამ პოსტში გიამბობთ იმ თინეიჯერების შესახებ, რომლებმაც საკუთარი სიმამაცით სამყარო შეცვალეს:

გრეტა თუნბერგი

greta thunberg-ის სურათის შედეგი

16 წლის გრეტა თუნბერგი შვედი ეკოაქტივისტია, რომელმაც საჯარო გამოსვლები 2018 წლის აგვისტოდან წამოიწყო. ერთი წლის წინ მან ყოველ პარასკევს სკოლის გაცდენა, შვედეთის პარლამენტთან სიარული და ეკოლოგიური მოთხოვნების წამოყენება დაიწყო. გრეტამ თავისი საპროტესტო აქციებითა და მოწოდებებით მსოფლიოს ირგვლივ მილიონობით ბავშვი და თინეიჯერი აიყოლია. წელს გრეტა ნორვეგიის ერთ-ერთი მემარცხენე პარტიის სამმა წევრმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამასთანავე, ახალგაზრდა აქტივისტმა გასულ წელს გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით გამოსვლაც მოასწრო. ჟურ­ნალ­მა Times-მა კი ის 2018 წლის ერთ-ერთ ყველაზე გავ­ლე­ნი­ან მო­ზარ­დად და­ა­სა­ხე­ლა. 

მალალა იუსაფზაი

malala yousafzai-ის სურათის შედეგი

მალალა სულ პატარა იყო, როდესაც უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად იქნა დაჭრილი ტერორისტული მოძრაობა ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანის მებრძოლების მიერ. მალალა პირველი პუშტუნი პაკისტანელია, რომელმაც  2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია. 2014 წელს კი გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი. 2014 წელს მან ასევე მსოფლიოს ბავშვთა პრემია მიიღო.

ემა გონსალესი

emma gonzalez-ის სურათის შედეგი

მარშზე ჩვენი სიცოცხლისთვის სკოლის მოსწავლე ემა გონსალესმა პროტესტის ფორმად დუმილი შეარჩია, რომელსაც, მოგვიანებით, ყველაზე ხმამაღალი დუმილი უწოდეს ამერიკის პროტესტების ისტორიაში.  ეს ის 6 წუთი და 20 წამი იყო, რამდენ ხანსაც გაგრძელდა სროლა ფლორიდის სკოლაში. მარშზე მისული ადამიანები იარაღის კონტროლის გამკაცრებას მოითხოვდნენ მთავრობისგან.