ჯიჯი ჰადიდმა სტუმარს Chanel-ის ჩვენების ჩაშლის უფლება არ მისცა (ვიდეო)

რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა სტუმარმა შანელის 2020 წლის საგაზაფხულო ჩვენების ფინალის ჩაშლა სცადა. სტუმარს პოდიუმზე ჯიჯი ჰადიდი გადაეფარა და უფლება არ მისცა ჩვენება ჩაეშალა. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა ჩვენების ჩაშლას 28 წლის კომიკოსი ცდილობდა, რომელსაც Youtube-ზე 227 ათასი გამომწერი ჰყავს, ინსტაგრამზე კი 196 ათასი და ამ გზით ცდილობდა მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაეზარდა. სავარაუდოდ ასეც მოხდება.