And Then We Danced ევროპული უნივერსიტეტის კინოდაჯილდოების ნომინანტია

შვედურ-ქართული დრამა And Then We Danced ევროპული უნივერსიტეტის კინოდაჯილდოების ნომინანტი გახდა. ლევან აკინის ფილმი 5 საუკეთესო სურათთან ერთად მთავარი პრიზისთვის იბრძოლებს. 

And Then We Danced-ის კონკურებტები კი ისეთი ფილმები არიან, როგორებიცაა: God Exists, Her Name Is Petrunija, Piranhas, Portrait of a Lady on Fire და System Crasher. 

The European Film Academy and FILMFEST HAMBURG take great pleasure in announcing the five nominated films for the European University Film Award (EUFA): bit.ly/EUFA2019

Posted by European Film Awards on Tuesday, October 1, 2019

გამარჯვებული ფილმს კი 7 დეკემბერს, ბერლინში გამართულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე გადასცემენ პრიზს. 

რაც შეეხება And Then We Dance-ს, ფილმის პრემიერა მაისში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სექციაში Directors’ Fortnight შედგა. 

ფილმმა მსოფლიოს ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალზე დიდი მოწონება დაიმსახურა და ჩვენების დასრულებისთანავე არაერთი ფესტივალის სამიზნედაც იქცა. 

კანის შემდეგ ფილმი კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ფესტივალზეც უჩვენეს და არც ერთი მათგანი პრიზის გარეშე არ დაუტოვებია. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინ არის, მათ შორის ოსკარიც. დიახ, შვედეთმა ლევან აკინის სურათი გააგზავნა უცხოენოვანი ფილმების სექციაში წარსადგენად. 

გარდა ამისა, შვედეთის კინოინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ლევან აკინის ფილმი And Then We Danced შვედეთში გადაღებულ ფილმებს შორის კრიტიკოსების მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დადებითად შეფასებული სურათია. 

ამ ეტაპზე ფილმის საშუალო შეფასება 4,08 ქულაა, ამ მონაცემით კი ის უთანაბრდება რუბენ ოსტლუნდის ოქროს პალმის რტოს მფლობელ ფილმს The Square.