თავისუფლების ქარხანა — თბილისის ახალი ეკოსისტემის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე საინიციატივო ჯგუფი წარმოადგენს “თავისუფლების ქარხნის”  იდეის პრეზენტაციას.

ორგანიზატორები იწვევენ ყველა თავისუფალ და თავისუფლების მოყვარე ადამიანს, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლა და რომელიც ეთანხმება ამ პრინციპების შინაარსს და იზიარებს მათ.

პლათფორმის 5 ძირითადი პრინციპი

  • სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
  • კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა
  • განხვავებული აზრის პატივისცემა
  • პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლება
  • თავისუფალი აზროვნება & შემოქმედება

“თავისუფლების ქარხნის”  ერთ-ერთი ინიციატორის, სანდრო კაკულიას განცხადებით, თბილისში, კერძოდ კი პეტრიაშვილის ქუჩის პირველ ნომერში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე იქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის,  დასვენებისა და გართობის, თუ უბრალოდ  – სოციალიიზაციის მსურველთათვის.

“ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე უკვე წარმატებულად ფუნქციობს კვებისა და გართობის ობიექტები რომლებიც  თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის ბოლო წლების საყვარელ ადგილად იქცა. თუმცა, ჩვენი იდეა ამ სივრცის აბსოლუტურად ახალი მახასიათელებითა და შინარსით შევსებას გულისხმობს. ეს არ იქნება მხოლოდ  ე.წ. Food Court და კვების ობიექტების გაერთიანება. ჩვენ ვფიქრობთ, ჩამოვაყალიბოთ ისეთი ეკოსისტემა, რომელიც ინოვაციური ვირტუალური თუ ფიზიკური პლატფორმების მეშვეობით ახალი მიზიდულობის ცენტრი გახდება თბილისში. შეიქმნება საგამოფენო და საინსტალაციო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო აუდიტორიები, ჩატარდება ვორქშოპები და მრავალფეროვანი , ინტერ-დისციპლინური ლექციები. თავისუფლების ქარხნის ბაზაზე დაფუძნდება ლაბორატორიები, სახელოსნოები  და თანამედროვე ინოვაციების ჰაბი”, – ამბობს სანდრო კაკულია.