მსოფლიოში ყოველი 4-5 ადამიანიდან ერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს.
სამწუხაროდ, ხშირად ამ თემისადმი გულგრილი, ხანაც ცინიკური დამოკიდებულება არსებობს. სწორედ ამიტომ გადავწუვიტეთ, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ თქვენთვისაც მოგვეყოლა ის, რასაც ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები რეალურია და ხშირად საჭიროა კომპეტენტური ადამიანის ჩართულობა, ან მედიკამენტოზური მკურნალობა.
ფსიქიკური აშლილობა პიროვნული სისუსტე არ არის და ძლიერი სურვილი და ნება ვერ “განკურავს” მას, ამიტომაც საჭიროებს პროფესიონალების დახმარებას.
ყველა ჩვენგანი განსხვავებულია, შესაბამისად განსხვავებულია პრობლემებთან გამკლავების გზებიც.
მნიშვნელოვანია ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებულ სტერეოტიპებთან და სტიგმებთან ბრძოლა.
ამერიკული კვლევების თანახმად ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე 4-დან 3 პირს გამოუცდია სტიგმის გავლენა საკუთარ თავზე, მათ შორის: სირცხვილის განცდა, დანაშაულის შეგრძნება, უმწეობისა და უიმედობის განცდა, მედიის მხრიდან არასწორი/დამახინჯებული გაშუქება, იმედგაცრუება აუცილებელი დახმარების ძიებისა და მიღებისას.
გარშემომყოფების მხარდაჭერა და დახმარება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.
სწორი დახმარების შედეგად უმრავლესობა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და პროდუქტიულად და დამაკმაყოფილებლად ცხოვრობს.
ფსიქიკური დაავადებების გატოლფასება პიროვნების ხასიათის უარყოფითობაზე – არაკომპეტენტური განსაზღვრებაა.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა პიროვნული მახასიათებელი არ არის; მისი გამომწვევიი მიზეზი სხვადასხვა ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორი შეიძლება იყოს. დახმარების მოთხოვნა კი, პირიქით, პიროვნულ სიძლიერეზე მიუთითებს.