ყოველდღიურად საჭირო რაოდენობის სითხეს ხშირად ადამიანები ვერ იღებენ. არც ბევრ წყალს ვსვამთ, რადგან მას ხშირად წვენით, ან რომელიმე გაზიანი სასმელით ვანაცვლებთ.
არადა, დღის განმავლობაში ბევრი წყლის მიღება სასარგებლო და საჭიროა.
იმისათვის, რომ ამიერიდან წყალზე უარი აღარ თქვათ, გადავწყვიტეთ მისი საჭიროებების შესახებ რამდენიმე მიზეზი მოგიყვანოთ.

იცით, რომ წყალი სხეულის ტემპერატურას აკონტროლებს? ცივ ამინდში წყალი გვეხმარება გათბობაში, ცხელ ამინდში კი გაგრილებაში.

2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ წყალი არტერიულ წნევას არეგულირებს.

წყალი ხსნის სტრესის ისეთ სიმპტომებს როგორიცაა – თავის ტკივილი, კუნთების დაძაბულობა, აზროვნების გაუარესება, გულისცემა, უღონობა.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ წყალი ერთგვარად გაძღომის გრძნობას იწვევს. შესაბამისად სადილამდე წყლის დალევის შემდგომ ადამიანი ცოტა საკვებს იღებს.