დეპრესია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფსიქიკურ დარღვევას წარმოადგენს, რომლითაც მსოფლიოში 350 მილიონი ადამიანი იტანჯება.
დეპრესიის ეპიზოდი, ხარისხისა და სიმძიმის მიხედვით შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც მსუბუქი, საშუალო ან მძიმე. თუმცა, საბედნიეროდ დეპრესიის მკურნალობის ეფექტური საშუალებები დღეს უკვე არსებობს.
გთავაზობთ სურათებს, რომლებიც გვაჩვენებს, თუ როგორ გამოიყურებოდა საძინებელი დეპრესიამდე და დეპრესიის შემდეგ.
ყველა ზედმეტი ნივთის მოშორება აუცილებელია
დეპრესიის განვითარება დამოკიდებულია სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების ურთიერთმოქმედების შედეგზე
არსებობს ურთიერთ დამოკიდებულება დეპრესიასა და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის. მაგალითად: გულ-სისხლძარღვთა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია და პირიქით
მსუბუქი დეპრესიის დროს პირველ რიგში ეფექტურია ფსიქოსოციალური თერაპია. მედიკამენტოზური და ფსიქოსოსოციალური თერაპიის კომბინაცია კი საჭიროა საშუალო და მძიმე დეპრესიის დროს.
დეპრესიამ შეიძლება გააძლიეროს სტრესი, დაარღვიოს ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება, გააუარესოს სიტუაცია და ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დეპრესიის უფრო მძიმე ფორმა
მთავარია, გვახსოვრეს, რომ სხვა მენტალური დაავადებების მსგავსად, დეპრესიის განკურნება შესაძლებელია. მთავარია, დროული ვიზიტი ფსიქიატრთან, ან ფსიქოლოგთან და შესაბამისი კურსის გავლა.