ჩვენი დროის ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა რეჟისორმა, კვენტინ ტარანტინომ თქვა, რომ წიგნს წერს, შთაგონების წყარო კი მეორე მსოფლიო ომი და ამერიკელი ვეტერანია.
ტარანტინოს წიგნის სიუჟეტის მიხედვით, ვეტერანს გადატანილი ომის საშინელი ტრავმის გამო ჰოლივუდური ფილმები სძულდება და მათ ნაცვლად უცხოურ ფილმებს უყურებს.
წიგნთან დაკავშირებით ტარანტინომ მარტინ სკორსეზესთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა, მათი შეხვედრის ჩანაწერი კი რეჟისორთა გილდიის საიტზე გამოქვეყნდა.
ჩანაწერში ვკითხულობთ:
“1950 წელია, ომის ვეტერანი აცნობიერებს, რომ მას კინემატოგრაფი საერთოდ აღარ აინტერესებს და იმის გამო, რაც ომში ნახა ჰოლივუდური ნამუშევრები არაფრად აღარ მიაჩნია. თუმცა, მოულოდნელად გაიგებს ისეთი რეჟისორების ფილმებზე, როგორებიცაა კურასაა და ფელინი. მათი კინოფილმების ყურების დროს კი ბევრი რამ მოსწონს, ბევრიც არა, ნაწილიც არ ესმის, თუმცა აცნობიერებს, რომ განსაკუთრებულს უყურებს”.