ტრეილერი: ჯოკერთან დაშორებული ჰარლი ქუინი ახალ ცხოვრებას იწყებს

და აი, ეს დღეც დადგა! Warner Bros-მა ერთგულ მაყურებელს როგორც იქნა ჰარლი ქუინის შესახებ გადაღბული ფილმის Birds of Prey პირველი ტრეილერი წარუდგინა. 

ფილმში მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი მარგო რობი ასრულებს. სიუჟეტის ეპიცენტრში კი რაღა თქმა უნდა Suicide Squad-ის ერთადერთი და განუმერებელი პერსონაჟი ჰარლი ქუინი არის. 

ჯოკერთან დაშორების შემდეგ [Suicide Squad-ში ჯოკერის როლს ჯარედ ლეტო ასრულებდა] ის ახალ ცხოვრებას იწყებს და ერთ-ერთი ბანდის წევრი ხდება. 

მარგო რობისთან ერთად ფილმში ვიხილავთ მერი ელიზაბეტ უინსტიდს და იუენ მაკგრეგორს. 

ფილმის პრემიერა 2020 წლის 7 თებერვალს შედგება.