გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

კომპოზიტორ გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. პანაშვიდები კი 3 და 4 ოქტომბერს თბილისში, ტოლსტონოგოვის #6 გაიმართება.

დაკრძალვის დღეს გამოსვენება რუსთაველის თეატრიდან დღის ორ საათზე იქნება.

გია ყანჩელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 2 ოქტომბერს დილით გავრცელდა. კომპოზიტორი 84 წლის იყო.