დეივ მაკფერსონი 22 წლის სტუდენტი იყო, როდესაც პირველად ეწვია დისნეილენდის გასართობ პარკს და მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ პირველი სტუმარი იყო.
დეივს იმდენად უნდოდა პარკში მოხვედრა, რომ გახსნის დღეს, დილის ორი საათიდან რიგში ადგილი დაიკავა და რამდენიმე საათი მოთმინებით იცდიდა.
თუმცა, პირველობა ასეთი მარტივიც არ ყოფილა. ბიჭმა დისნეილენდის გასართობი პარკის გახსნის შესახებ ტელევიზორიდან 1955 წლის 17 ივლისს შეიტყო და შესაბამისად კალიფორნიაში ხანგრძლივი მოგზაურობაც დაგეგმა.
აი, ასე გამოიყურებოდა მისი ბილეთი:
მას შემდეგ კი დეივისთვის სრულიად უფასოა პარკში შესვლა და ბოლოს ეს შესაძლებლობა ოჯახთან ერთად გამოიყენა.
დისნეილენდი პირველი გასართობი თემატური პარკი იყო, რომელიც კალიფორნიის შტატში გაიხსნა. მისი აშენება 17 მილიონი დოლარი დაჯდა.