ეს 10 შემაძრწუნებელი დოკუმენტური ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ

დღეს გადავწყვიტეთ თქვენთვის 10 გამორჩეულად შემაძრწუნებელი დოკუმენტური ფილმი შემოგვეთვაზებინა. 

1. Abducted in Plain Sight (2017)



დოკუმენტური ფილმი გვიყვება ამბას ერთი ოჯახის შესახებ, რომლის ერთ-ერთი წევრიც საუკეთესო მეგობარმა და მათმა მეზობელმა გაიტაცა. ისტორია იმდენად ჩახლართული და საიდუმლოებებით სავსეა, რომ მაყურებელი ხშირად ვერც კი ხვდება რეალურად რა გახდა ამ საზარელი ისტორიის მიზეზი. 

2. Mommy Dead and Dearest (2017)




დოკუმენტური ფილმი ღრმად იკვლევს დი დი ბლანჩარდის მკვლელობას. ის ტიპური დედა იყო, რომელიც თავის მძიმედ ავადმოფ შვილს უვლიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც დი დი მოკლეს, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ისე არ ყოფილა, როგორც ჩანდა – მისი შვილი, ჯიფსი, არასდროს ყოფილა ავად. ამ რეალური ისტორიის შესახებ ჰულიმ სატელევიზიო შოუ, The Act გადაიღო, რომელშიც მთავარ როლებს პატრისია არკეტი და ჯეი ჯინგი ასრულებენ. 


3. There’s Something Wrong With Aunt Diane (2011)



2009 წელს, დაიან შულერი ავტომაგისტრალზე არასწორი მიმართულებით მიდიოდა 85 მილი საათის სიჩქარით, როდესაც SUV-ს შეეჯახა. რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის დაიანა, მისი ქალიშვილი და სამი დისშვილი. სამედიცინო მონაცემებით, დაიანას ავარიის დროს მძიმე ინტოქსიკაცია ჰქონდა, მაგრა მისი მეუღლე ამტკიცებდა, რომ ის არასდროს დალევდა ზედმეტს. დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს ავარიის გამომწვევი მოვლენების შესახებ და ცდილობს გაარკვიოს, რა მოხდა.


4. Holy Hell (2016)



ვილ ალენს ბავშვობაში ფილმების გადაღება უყვარდა. როდესაც გაიზარდა, ჰოლივუდის Buddhafield-ის კულტს შეუერთდა და თავისი ცხოვრების გადაღება გააგრძელ. საბოლოოდ კი კულტის ოფიციალური ვიდეოგრაფი გახდა. ამ დოკუმენტურ ფილმში გამოყენებულია რეალური კადრები და ინტერვიუები, რომლებიც ალენმა 22 წლის მანძილზე გადაიღო  Buddhafield-ში, სადაც ჩანს ჯგუფის დაღმასვლა და პარანოიის შემოტევები.

5. Who Took Johnny (2014)

1982 წელს ჯონი გოში 12 წლის იყო, როდესაც უკვალოდ გაქრა. სავარაუდოდ, გაზეთების დარიგებისას გაიტაცეს. მისი სახე ერთ-ერთი პირველი გამოსახეს რძის ყუთზე. ეს დოკუმენტური ფილმი ეხება მისი დედის სურვილს, გაარკვიოს, რა მოუვიდა თავის შვილს.

6. The Cannibal That Walked Free (2007)

ისეი საგავამ, რომელმაც თავის ბინაში ქალს ესროლა და მოკლა, სჯეროდა, რომ მისი სილამაზის შთანთქმას შეძლებდა, თუ მას შეჭამდა, ამიტომ ორი დღის განმავლობაში მისი სხეულის ნაწილებს ჭამდა, მის გვამთან სქესობრივი კავშირი დაამყარა და მოგვიანებით, მისი სხეულის ნარჩენების გადაყრა სცადა ტბაში. ის სასამართლო პროცესს ორი წელი უცდიდა, საბოლოოდ ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ბრალდება მოუხსნეს. მიუხედავად ამ საზარელი ამბისა, ის იაპონიაში ცნობილი ვარსკვლავი გახდა, სადაც კანონიერად მისი დაჭერა არ შეიძლება, ამიტომ დღემდე თავისუფალია. ეს დოკუმენტური ფილმიც სწორედ ამ მოვლენებს ეხება.

7. This Is the Zodiac Speaking (2007)

ზოდიაქო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელია და ამასთანავე, მასზე ფიქრი ძალიან შიშის მომგვრელია, რადგანაც კვლავ არ ვიცით, ვინ ჩაიდინა დანაშაული. ეს საზარელი დოკუმენტური ფილმი ღრმად იკვლევს ზოდიაქოს გამოძიებას და ინტერვიუს იღებს ხალხისგან, ვინც რეალურად მუშაობდა ამ საქმეზე და ორ მსხვერპლთან, რომლებიც მის თავდასხმას გადაურა.

8. The Family I Had (2017)

2007 წელს, 13 წლის ბიჭი და მისი 4 წლის და ძიძასთან ერთად იყვნენ სახლში. ბიჭმა თავისი და გაგუდა, 17 ჯერ ჩაარტყა დანა და მოკლა. ფილმში გვაჩვენებენ, როგორ ცდილობს ბიჭის დედა ყველაფრის გარკვევას და რა შედეგები უნდა მოჰვეს მისი ვაჟიშვილის საქციელს.

9. The Woman Who Wasn’t There (2012)

ტანია ჰედი ამტკიცებდა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმის დროს მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 78-ე სართულზე იმყოფებოდა. მას საინტერესო სამხილები ჰქონდა იმის შესახებ, თუ როგორ გადაურჩა თავდასხმას და ისიც კი გაამჟღავნა, რომ მისი საქმრო მეორე ცათამბჯენში დაიღუპა. მოგვიანებით მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გადარჩენილთა ქსელის მხარდამჭერი ჯგუფის პრეზიდენტი გახდა. მაგრამ, ერთი პრობლემა იყო: სინამდვილეში, თავდასხმების დღეს ჰედი არც ერთ შენობაში იმყოფებოდა. უფრო მეტიც, ის ქვეყანაშიც კი არ იყო. ეს დოკუმენტური ფილმი გვიჩვენბს ჰედის ნამდვილ ამბავს და ცდილობს,მისი ნამდვილი ვინაობა გამოამჟღავნოს.

10. Missing 411 (2016)



ჩრდილოეთ ამერიკის ეროვნულ პარკებში ხალხი, ამ სიტვის პირდაპირი მნიშვნელობით, ყოველ წელს ქრება. ეს დოკუმენტური ფილმი გვაჩვენებს მსგავსებას ხუთ ადამიანს შორის, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის მანძილზე დაიკარგა.