მოუსმინეთ გია ყანჩელის მიერ შექმნილ ყველასათვის საყვარელ კომპოზიციებს

2 ოქტომბერს არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

არაჩვეულებრივი გამოფენა, არ დაიდარდო, ფეოლა, როცა აყვავდა ნუში, შერეკილები, მიმინო, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე, ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი, მძევლები – ეს ის ფილმებია, რომელთათვის გია ყანჩელს წლების განმავლობაში აქვს მუსიკალური კომპოზიციები შექმნილი. 

ყანჩელის მუსიკას ყველგან იპოვით, იქნება ეს ფილმი, სატელევიზიო შოუ, რეკლამა, თეატრი, თუ სხვა. 

დღეს გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა თქვენთვის ის უკვდავი კომპოზიციები, რომლებიც შეუდარებელმა ყანჩელმა შექმნა. 

“შერეკილები”

“როცა აყვავდა ნუში”

“რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”

“არაჩვეულებრივი გამოფენა”

“ცისფერი მთები”

“კავკასიური ცარცის წრე”