ჯულია რობერტსმა ახალ ფოტოსესიაში Pretty Woman-ის საკულტო კადრი გააცოცხლა (ფოტოები)

ლეგენდარული ჯულია რობერტსი არამხოლოდ კინო, არამედ სარეკლამო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და წარმატებული ვარსკვლავია. 

ოსკარის მფლობელი მსახიობი ერთდროულად არის ლანკომის, კალცედონიასა და ჟივენშის სახე. 

ამჯერად კი 51 წლის მსახიობმა ქალის თეთრეულის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბრენდის, კალცედონიას ახალ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ დაუმტკიცა სამყაროს, რომ მის სილამაზეს დრო ვერაფერს აკლებს.