ბენქსი ფსევდო-ანონიმური ინგლისელი გრაფიტის მხატვარია, რომელმაც ახლახანს მაღაზია Gross Domestic Product გახსნა.
მაღაზია დროებითი ინსტალაციაა, რომელიც ორი კვირის განმავლობაში იქნება ღია ლონდონში, Church Street-ზე.
Gross Domestic Product-ის ფანჯარაში ნახავთ ყოველდღიურ საოჯახო ნივთებს: ლამფა, ხალიჩა, ნახატები, ბავშვის საწოლი და სხვ.
ბენქსის ნამუშევრები, მაშ შორის მის მიერ ახლად შექმნილი ეს ინსტალაცია,ძირითადად, სატირაა პოლიტიკურ, კულტურულ და ეთიკურ თემებზე.