საქართველო მსოფლიოს ქალ გამომგონებელთა სიაში მეათე ადგილზეა

Forbes Woman Georgia-ს ინფორმაციით საქართველო მსოფლიოს ქალ გამომგონებელთა ტოპ ათეულშია. 

დიდი ბრიტანეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის მიერ გამოქვეყნებული კვლევით დადგინდა, რომ პატენტების დიდი უმრავლესობა კაცემის მიერ არის დარეგისტრირებული.

თუმცა, ამავე კვლევის მიხედვით, საქართველო ბევრ ქვეყანას უსწრებს და მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილს იკავებს ქვეყანაში ქალი გამომგონებლების რაოდენობით.

საქართველოში 1998 წლიდან 2017 წლამდე ქალების მიერ შექმნილი გამოგონებების პატენტების რეგისტრირების წილი 29,56%-ია, ხოლო აშშ–სა და დიდ ბრიტანეტში ეს პროცენტული მაჩვენებელი დაახლოებით 10%-მდე მცირდება.

საერთო ჯამში, გასულ წელს ქალების გამოგონებების წილი გლობალური საპატენტო განაცხადების 13.07% შეადგენდა.