გასულ კვირას ლოს-ანჯელესის პოლიციის ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე გულისამაჩუყებელი ვიდეო გამოჩნდა. ქალი რომელიც, ამავე ქალაქის მეტროში საოპერო არიას ასრულებს კი მოგვიანებით ინტერნეტის ვარსკვლავად იქცა.
52 წლის ემილი აშშ-ში 28 წლის წინ ჩავიდა და მევიოლინედ მუშაობდა. სამსახურის დაკარგვის შემდეგ კი ბინის ქირა ვეღარ გადაიხადა და ქუჩაში მოუწია გადაბარგება.
რუსი ემიგრანტი ახლა მეტროში მღერის და ასე ირჩენს თავს, დაძინებით კი მუყაოს ყუთში იძინებს.
ნახეთ ვიდეო, სადაც ის O Mio Babbino Caro-ს ასრულებს:
4 million people call LA home. 4 million stories. 4 million voices…sometimes you just have to stop and listen to one, to hear something beautiful. pic.twitter.com/VzlmA0c6jX
— LAPD HQ (@LAPDHQ) September 27, 2019
“ყუთში მძინავს. ადამიანების ყურადღება მსიამოვნებს, მაგრამ, არ მინდა, ვინმესთვის ზედმეტ ტვირთად ვიქცე. ბედნიერი ვიქნები თუ ქუჩაში აღარ ვიცხოვრებ და საკუთარი ინსტრუმენტიც მექნება”, — ამბობს ემილი.
წყარო: Boredpanda