ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეა. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.
გთავაზობთ თამამი და ძლიერი ქალების სურათებს, რომლებმაც ძუძუს კიბო დაამარცხეს:
მისი გამომწვევი რისკ-ფაქტორებია: ნიკოტინი, ალკოჰოლი, ჭარბი წონა, ძუძუს კეთილთვისებიანი პათოლოგიები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, პირველი მშობიარომა 30 წლის ასაკს შემდეგ, უშვილობა, ჰორმონალური პრეპარატები, კონტრეცეპტიული პრეპარატები, საკონტროლო გამოკვლევების უგულველყოფა და სხვ.
ძუძუს ფორმის შეცვლა, ხელების ზემოთ აწევისას ორმოების გაჩენა, კანის დანაოჭება, დვრილის ფორმის შეცვლა, მისი ჩაბრუნება, გადასწორება – ის სიმპტომებია, რომლებსაც ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.
არსებობს მითი, რომ ძუძუს კიბო მემკვიდრეობითია, არადა, მიუხედავად იმისა, რომ ახლო ნათესავებში ძუძუს კიბოს არსებობა რისკ-ფაქტორია, დაავადებული ქალების 90% ეს რისკ-ფაქტორი არ გააჩნია.
ყოველწლიურად პროფილაქტიკური გამოკვლევები, გასინჯვა მნიშნელოვანია დაავადების პრევენციისათვის.
მთავარია, გვახსოვდეს, რომ ძუძს კიბო განაჩენი არ არის.