ჰააგის მთავარ სამრეკლოში გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად მისი მელოდიები ააჟღერეს

გია ყანჩელის ხსოვნის პატივსაცემად, ჰააგის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს უმაღლესი წერტილიდან მისივე ნაწარმოებები ყვითელი ფოთლები და ფილმ შერეკილების მელოდია ააჟღერეს. 

საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში ღრმა მწუხარებას გამოხატავს დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. 4 ოქტომბერს გია ყანჩელის პატივსაცემად „St . Jacobs“-ის სახელობის უძველესი ეკლესიის სამრეკლოს ყველაზე მაღალი წერტილიდან მისივე უკვდავი ნაწარმოებები „ყვითელი ფოთლები“ და ფილმ „შერეკილებიდან“ მელოდია აჟღერდა.Embassy of Georgia expresses deepest sorrow over the passing of the legendary composer, Giya Kancheli. His music transcended time and culture and it will live on forever. In honour of the exceptional Georgian composer the bell tower of St. Jacobs oldest church in The Hague played his masterpieces “Yellow Leaves” and a composition from the movie “The Eccentrics” on October 4, 2019.Young Ambassador of Georgia to the Kingdom of the Netherlands World of Diaspora

Posted by Embassy of Georgia to the Kingdom of the Netherlands on Friday, October 4, 2019

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორი 2 ოქტომბერს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.