აშინგტონში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული ღვინის დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, საელჩოს ეზოში სიმბოლურად ქვევრიც დადგეს. ქვევრთან საინფორმაციო დაფაც განთავსდა, რომელიც დაინტერესებულ გამვლელებს ქართული ღვინის უძველეს კულტურას გააცნობს.
ვაშინგტონელებმა #ქვევრი “გაიცნეს” – ღვინის დაყენების რვაათასწლოვანი ტრადიცია უკვე შტატების დედაქალაქშია!
Posted by ამერიკის ხმა on Friday, October 4, 2019
ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ უმასპინძლა. ღონისძიებაზე ქართული ღვინოც დააგემოვნეს.