თბილისში ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი დაერქმევა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის სახელი ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს მიენიჭება. 

“საქართველოს სახალხო არტისტის, შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, გია ყანჩელის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს გული დაწყვიტა.

კომპოზიტორის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსკულტურისთვის. საერთაშორისო მნიშვნელობისაა ის უკვდავი საგანძური, რომელიც გია ყანჩელმა დაგვიტოვა.

ვუსამძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს.

თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისში არსებულ ერთ-ერთ გეოგრაფიულ ობიექტს გია ყანჩელის სახელი მიენიჭოს. ობიექტის შერჩევის და სახელდების პროცედურებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია კომპოზიტორის ოჯახისა და დაინტერესებული მოქალაქეების აზრის გათვალისწინებით განახორციელებს”, – წერია საკრებულოს განცხადებაში.

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 5 ქოტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.