“შინდისი” ვარშავის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაშია

დიმიტრი ცინცაძის ფილმი “შინდისი” ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 

გარდა ამ ფილმისა, ფესტივალის ერთ-ერთ სექციაში იღებს მონაწილეობას წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი And Then We Danced. 

შეგახსენებთ, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ოსკარზე, საუკეთესო საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად გაგზავნა. 

დიტო ცინცაძის ფილმი აგვისტომს ომზეა და შინდისის გმირებს ეძღვნებათ. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. მას საფუძვლად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რეალურად მომხდარი ამბავი უდევს, რომლის დროსაც ჩვიდმეტი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.

ფილმის ევროპული პრემიერა ვარშავაში 11 ოქტომბერს გაიმართება.