კითხვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლს არ უნდა დავუსვათ

არსებობს კითხვები, რომლებიც არასდროს, არც საჯაროდ და არც პირად საუბრებში, არ უნდა დავუსვათ სექსუალური ძალადობის/შევიწროების მსხვერპლს. კითხვები, რომლებიც სექსუალური ძალადობის ირგვლივ არსებული სტერეოტიპების გამყარებასა და მსხვერპლის რეტრამვატიზაციას ემსახურება. 

sexual assault survivors-ის სურათის შედეგი

რა გეცვა?

ამ კითხვას ხშირად უსვამენ ძალადობის მსხვერპლ ქალებს, რადგან მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ჩაცმულობა ყოფილიყო სექსუალური ძალადობის გამომწვევი მიზეზი. ეს ასე არაა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მსხვერპლს მოკლე კაბა ეცვა, თუ შარვალი. 

sexual assault protest-ის სურათის შედეგი

ნასვამი იყავი?

მსგავსი კითხვებით ვაჟღერებთ აზრს, რომ შესაძლოა მსხვერპლმა თავად მოახდინა მოძალადის პროვოცირება. 

sexual assault protest-ის სურათის შედეგი

რატომ არ განაცხადე მომხდარის შესახებ პოლიციაში?

ხშირად სხვადასხვა მიზეზის გამო ქალები უარს ამბობენ პოლიციაში მისვლასა და მომხდარის შესახებ საქმის აღძვრაზე:

  • ქალები ხშირად თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ;
  • არ ენდობიან სისტემას;
  • ტრავმულ გამოცდილებაზე საჯაროდ, ან სულაც გამომძიებლის თანდასწრებით საუბარი ემოციურად ბევრი ქალისთვის ძალიან რთულია;
  • საზოგადოების დამოკიდებულება იცვლება. სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირად საზოგადოება ზურგს აქცევს, ადანაშაულებს და რიყავს;

me too-ის სურათის შედეგი

წინააღმდეგობა გაუწიე?

გაშეშების შესახებ თუ გსმენიათ? ეს ხშირად ტვინის და სხეულის პასუხია მოულოდნელ, შოკურ და ტრავმულ შემთხვევაზე. ადამიანი ამ დროს ვერ მოძრაობს, ვერც იბრძვის და არც მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი აქვს.  

მსხვერპლის დადანაშაულება და შეიმინგი კი მის რეტრამვატიზაციას იწვევს.

დაკავშირებული სურათი