ქართველი მოდელი, ლიკა რიგვავა ჟურნალ ELLE-ის მექსიკური გამოცემის ოქტომბრის ნომრში მოხვდა.
ლიკას მილანში სააგენტო NOLOGO Mgmt, პარიზში – კარინ მოდელს, საქართველოში კი ლუქმოდელსი წარადგენს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სწორედ ლიკა იყო იმ მოდელთაგან ერთ-ერთი, რომელმაც გუჩის 2020 წლის კოლექცია მოდის კვირეულზე საზოგადოებას წარუდგინა. ჩვენებაზე მას პოპულარული დიზაინერი, ალესანდრო მიშელის შექმნილი სამოსი ეცვა.