თბილისი 2021 წელს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება

რამდენიმე წუთის წინ გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც 2021 წელს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იქნება. 

შესაბამისად, 2021 წლის 23 აპრილიდან თბილისში არაერთი ლიტერატურული ღონისძიება ჩატარდება. 

სხვადასხვა დროს, წიგნის მსოფლიო დედაქალაქად ისეთი ქალაქები იყო დასახელებული, როგორებიცაა: მადრიდი, ნიუ დელი, ტურინი, ბუენოს აირესი, ათენი და ა.შ.