ლეგენდარულმა მომღერალმა, შერიმ მსოფლიო ტურნეს Here We Go Again ფარგლებში, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში კონცერტი გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ტურნეს ფარგლებში შერი ძირითადად ჯგუფ ABBA-ს სიმღერების ქავერებს მღერის, გადაწყვიტა, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტის Strong Enough შეეთავაზებინა.
73 წლის მომღერლის მიერ გაკეთებულმა სიურპრიზმა კი დამსწრე საზოგადოებაში დიდი ოვაციები დაიმსახურა.