ნანატრი დროც დადგა! თუ ირას გაკეთებული გემრიელი გლინტვეინი, მშვიდი მუსიკა, საინტერესო ლექციები და უბრალოდ სასიამოვნო გარემოცვაში ყოფნა მოგენატრათ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს.
12-13 ოქტომბერს ახალი მზიური რიგით მეხუთე მწვანე პოლიტიკური ფესტივალი Green Fest-ს უმასპინძლებს, რომლის მთავარი თემაც მწვანე პოლიტიკა და კლიმატის კრიზისი იქნება.
ფესტივალი მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს. მოწვეული მომხსენებლები კი არიან: ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე, იურისტი თამთა მიქელაძე, მანანა ქოჩლაძე (მწვანე ალტერნატივა), მათე გაბიცინაშვილი, 42 პარალელის თანაწამყვანი და ა. შ.
მწვანე ფესტის ფარგლებში შედგება ზაზა ხალვაშის ფილმის “ნამე” ჩვენებაც. გაიმართება თემატურ ვორქშოფები და ფლი მარკეტი.