Amsterdam Dance Event-ის ფარგლებში, 16 ოქტომბერს პანელ დისკუსია გაიმართება ქართულ აქტივიზმზე. ღონისძიებაზე აჩვენებენ დოკუმენტური ფილმ Frontier LAB111-ის კინოთეატრში, ამსტერდამში.
ფილმი მოგვითხრობს იმ აქტივისტების ისტორიაზე, რომლებიც საქართველოში ლგბტქ+ აქტივიზმის წინა პლანზე დგანან. აქტივისტები საუბრობენ პირად გამოცდილებებსა და ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის ინციდენტის შესახებ, როდესაც მათ თავს დაესხა ათასობით ჰომოფობი.
კინო ჩვენების შემდეგ გაიმართება, პანელ დისკუსია, რომელზეც წარდგებიან გიორგი კიკონიშვილი (როგორც Horoom Nights-ის თანადამფუძნებელი) და ნაჯა ორაშვილი (როგორც ბასიანის და Horoom Nights-ის თანადამფუძნებელი).
Amsterdam Dance Event ხუთდღიანი ელექტრონული მუსიკის კონფერენცია და ფესტივალი, რომელიც ტარდება ყოველწლიურად ოქტომბრის შუა რიცხვებში ტარდება ამსტერდამში სხვადასხვა ლოკაციებზე.