ბაქარი რევოლუციას აანონსებს — ნახეთ ჩცდ-ს ახალი სეზონის პირველი პრომო

როგორც იქნა ჩემი ცოლის დაქალების ხანგრძლივი პაუზა დასრულდა და ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი  ახალი სეზონით 25 ოქტომბერს დაბრუნდება. 

რამდენიმე წუთის წინ სერიალის ფეისბუკ გვერდზე მე-16 სეზონის პირველი პრომოც გავრცელდა, რომელიც მართალია სულ რაღაც 1-წუთიანია, თუმცა ბევრ კითხვას აჩენს. 

[პრომო] ჩემი ცოლის დაქალები – სეზონი 16

ახალი სეზონის პირველი პრომო <3 25 ოქტომბრიდან ფორმულაზე ?

Posted by ჩემი ცოლის დაქალები on Monday, October 14, 2019

მაგალითად ვიგებთ, რომ ყოფილი პოლიტიკოსი და ახლა უკვე მღვდელი, ცოტნე ცოტაშვილი სავარაუდოდ იერარქიულ საფეხურზე მაღლა იწევს და ახალი სტატუსით მოგვევლინება. 

გარდა ამისა, არჩევნებში დამარცხებული ბაქარ ორჯონიკიძე რევოლუციას აანონსებს, ხოლო მაყურებლის ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი ზაზა და ქეთი ძველი ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ. 

ახალ პრომოში ვიგებთ იმასაც, რომ ტასო ახალ გაუგებრობაში გაეხვია, თუმცა საბედნიეროდ ნინას ამჯერად მისი სჯერა. 

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრიდან ფორმულა კრეატივის ახალი არხი ფორმულა იწყებს მაუწყებლობას. სწორედ ამ არხზე გავა ჩემი ცოლის დაქალებიც.