ამ თბილისელმა ძაღლმა ზებრაზე გადასვლის წესები, შესაძლოა, თქვენზე უკეთ იცის (ვიდეო)

ფეისბუკის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, საბა ღურწკაიამ საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც, ერთი შეხედვით, საკმაოდ უჩვეულო შემთხვევას გვიჩვენებს. 

გაიცანით თბილისელი ძაღლი, რომელიც იმითაა განსაკუთრებული, რომ გზაზე გადასვლამდე შუქნიშანს უყურებს და მწვანე ნიშანს ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზებრაზე გადასვლის წესები ზედმიწევნით კარგად იცის. 

მიბაძეთ ამ არსებას, ზოგჯერ ისინი ადამიანებზე ჭკვიანები არიან?♥️

Posted by საბა ღურწკაია on Monday, October 7, 2019

 

“მიბაძეთ ამ არსებას, ზოგჯერ ისინი ადამიანებზე ჭკვიანები არიან”, — წერს საბა პოსტის დასათაურებაში, რომელსაც მალევე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.